მეცხრე დღის რეფლექსია.
დღევანდელი დღე პროექტების პრეზენტაციას დაეთმო. ტრენინგის დასაწყისში საშუალება გვქონდა გადაგვემოწმებინა ჩვენი პორთფოლიოები და შგვეტანა კორექტირებები. ტრენერმა ინდივიდუალურად მოგცა მითითებები და რჩევები და მოგვამზადა პრეზენტაციისთვის. პრეზენტაცია ძალიან საინტერესოდ წარიმართა. სხვადასხვა საგნის პედაგოგები შეეცადნენ საფუძვლიანად წარმოეჩინათ მათთვის პრიორიტეტული საკითხები.
შემაჯამებლად კი შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ინტელის ტრენინგით. მიუხედავად იმისა რომ ამ ეტაპზე პედაგოგებს საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი გვაქვს (ვგულისხმობ შემაჯამებელ ტესტირებებს, საახალწლო ღონისძიებებს.....), მაინც დიდი ინტერესი გამიღვიძა ამ პროექტმა. სურვილი მაქვს მომავალში ინტენსიურად განვაგრძო მუშაობა ინტელის პროგრამაში.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ტრენერს, ჩემს კოლეგას თმარ ლოსაბერიძეს , რომელმაც მთელი ენერგია ჩადო ამ პროექტის განხორციელებაში.